ევროსტატი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ენერგიაზე საკუთარი ფასების ევროკავშირის ქვეყნების ფასებთან შედარება შეუძლიათ
იანვარი 29, 2021

ევროსტატი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ენერგიაზე საკუთარი ფასების ევროკავშირის ქვეყნების ფასებთან შედარება შეუძლიათ


ევროსტატმა ახლახან განაახლა თავისი ინტერაქტიული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა, გადაავლო თვალი ენერგიაზე ფასებს ევროპაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის — მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის ჩათვლით. გარდა ამისა, ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია შეადარო, თუ როგორ შეიცვალა ენერგიაზე ფასები დროთა განმავლობაში და როგორ განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან ევროპის ქვეყნებში.

ევროსტატის  ენერგიაზე ფასების ინტერაქტიული ინსტრუმენტი შემუშავებულია იმისთვის, რომ გამარტივდეს ევროპის ქვეყნებში ენერგიის ფასების ვიზუალიზაცია. მომხმარებელს შეუძლია, დიაგრამის შეცვლა საწვავის ტიპის, დეტალიზაციის ხარისხის, მომხმარებლის, მოხმარების დონის და საზომი ერთეულის მიხედვით. ამასთან, მოცემული ქვეყნის მონაცემების სხვა ქვეყნებისთვის შედარება დახარისხების ფუნქციის გამოყენებითაა შესაძლებელი.

მომხმარებელს ასევე შეუძლია, შეინახოს დიაგრამა ან გააზიაროს ის სასურველი სოციალური მედიის საშუალებით. ვიზუალიზაციის ინსტრუმენტი ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ევროსტატი მომხარაბელს სთავაზობს ენერგეტიკის სტატისტიკის მიმოხილვას და სტატიებს, რომლებიც განმარტავს ფასების სტატისტიკას ელექტროენერგიაზე და ფასების სტატისტიკას ბუნებრივ გაზზე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროსტატის ენერგიაზე ფასების ინტერაქტიული ინსტრუმენტი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,