ევროპული საბჭო: რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ აგრესიაზე და ყოველგვარ დანაკარგზე, რომელსაც ის გამოიწვევს
თებერვალი 25, 2022

ევროპული საბჭო: რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ აგრესიაზე და ყოველგვარ დანაკარგზე, რომელსაც ის გამოიწვევს

24 თებერვალს ევროპულმა საბჭომ „უმკაცრესი ტერმინებით“ დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის მიმართ განხორციელებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია. 

„თავისი უკანონო სამხედრო ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და გაეროს წესდებას. ის ძირს უთხრის ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, — აღნიშნულია ევროპული საბჭოს ხუთშაბათს საღამოს გაკეთებულ დასკვნებში, — „რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ აგრესიის აქტზე და ყოველგვარ ნგრევასა და ადამიანურ მსხვერპლზე, რომელსაც ის გამოიწვევს“. 

ევროპულმა საბჭომ მოსთხოვა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები, უპირობოდ გამოიყვანოს ყოველგვარი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. გარდა ამისა, საბჭომ მოუწოდა რუსეთს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ფორმირებებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონებს და შეწყვიტონ დეზინფორმაციის კამპანია და კიბერშეტევები.

მანამდე, ევროკავშირი შემზღუდველი ზომების მიღებით გამოეხმაურა რუსეთის მხრიდან უკრაინის თვითაღიარებული სეპარატისტული ტერიტორიების აღიარებას და მისი შეიარაღებული ძალების უკრაინის საზღვრებთან განლაგებას. 24 თებერვალს ევროპული საბჭო შეთანხმდა დამატებით სანქციებზე, რომლებიც მოიცავს ფინანსურ სექტორს, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სექტორებს, ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, ექსპორტის კონტროლსა და ექსპორტის დაფინანსებას, სავიზო პოლიტიკას, სანქცირებულ პირთა სიაში რუსი ინდივიდების დამატებას და სიისთვის ახალი კრიტერიუმების დართვას. 

საბჭომ მწუხარება გამოთქვა იმ ადამიანური მსხვერპლისა და ტანჯვის გამო, რომელიც რუსეთის აგრესიამ გამოიწვია. მისი განცხადებით, ის მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ საზღვრების შეცვლის მიზნით ძალის და იძულების გამოყენება 21-ე საუკუნეში დაუშვებელია.

გარდა ამისა, ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ბელარუსის ჩართულობა ამ აგრესიაში და მას ამგვარი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. იმავდროულად, საბჭომ გადაწყვიტა, სასწრაფოდ მომზადდეს და დამტკიცდეს ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების დამატებითი პაკეტი, რომელიც ბელარუსსაც მოიცავს.

ევროკავშირი, ნათქვამია დასკვნაში, გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მეზობლებთან და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის უწყვეტ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

დამატებითი ინფორმაცია

Პრესრელიზი

ყველაზე წაკითხული

თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,