ევროპის საინვესტიციო ბანკი COVAX პლატფორმის მხარდაჭერას აძლიერებს
მაისი 14, 2021

ევროპის საინვესტიციო ბანკი COVAX პლატფორმის მხარდაჭერას აძლიერებს


12 მაისს ევროპის საინვესტიციო ბანკმა  COVAX ინიციატივის მხარდასაჭერად დამატებით 200 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. თანხა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გლობალურ დისტრიბუციას მოხმარდება. კერძოდ, ამ მხარდაჭერის მეშვეობით  გაიზრდება COVAX-ის მომავალ შესყიდვებზე წინასწარი ვალდებულების მექანიზმის დახმარებით ხელმისაწვდომი ვაქცინების რაოდენობა.

აღნიშნულ დაფინანსებას წინ უძღოდა  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVAX-ისთვის გაცემული 400 მილიონი ევრო, რაზეც ორი მხარე გასულ დეკემბერს შეთანხმდა. ეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის გაწეული უდიდესი მხარდაჭერა იყო.

მოსალოდნელია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVAX ინიციატივისთვის გაღებული ახალი დაფინანსება მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის მიერ იქნება გარანტირებული. ეს დახმარება, ევროკომისიის მიერ გამოყოფილ გრანტთან ერთად, ევროპის გუნდის მხრიდან COVAX-ის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ევროკავშირი COVAX პლატფორმის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია. COVAX უპრეცედენტო გლობალური კოლაბორაციაა, რომლის მიზანიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავების და წარმოების ხელშეწყობა და მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. COVAX პლატფორმის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა — მათ შორის, საქართველომ — უკვე მიიღეს. მათ ვაქცინის დოზები  COVAX-ის სადისტრიბუციო პარტნიორის, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით მიეწოდათ.

COVAX-ის ახალი დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გაღებული 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილია. ეს მხარდაჭერა ასევე გააუმჯობესებს მწვანე ენერგიის გენერაციასა და დისტრიბუციას, უზრუნველყოფს ქალაქებს ინვესტიციებით, გააძლიერებს ჯანმრთელობის და განათლების სისტემებსა და წყალმომარაგებას, ბიზნესს  კი ევროკავშირის ქვეყნებში ფინანსებზე წვდომას გაუმარტივებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

COVID-19: როგორ ეხმარება ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს პანდემიის პერიოდში?



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,