ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს

სექტემბერი 10, 2021

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ბანკს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. სესხის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი. გარდა ამისა, ევროკავშირი მსესხებლებზე მიღებული თანხის მაქსიმუმ 15 პროცენტს მხარდამჭერი გრანტების სახით გასცემს. ინიციატივის, EU4Business, ფარგლებში, კომპანიებს ასევე უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების უფლებაც აქვთ. 

ამ ინიციატივის მეშვეობით, ქართული კერძო კომპანიები შეძლებენ, თავიანთი მომსახურება და წარმოება ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოონ და უზრუნველყონ უსაფრთხო და ეკომეგობრული სამუშაო გარემო. ამგვარი ინვესტიციების განხორციელების შედეგად კომპანიები ადგილობრივ ბაზრებზე მაღალი ხარისხის პროდუქციის გატანას და საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობებით სარგებლობას შეძლებენ.

ახალი დაფინანსება წარმოადგენს EU4Business-EBRD-ის უფრო მასშტაბური საკრედიტო ხაზის ნაწილს, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედი ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის წახალისებაა. საქართველოს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მომუშავე 170-მა კომპანიამ უკვე ისარგებლა ამ ინიციატივით, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება.  

EBRD საქართველოში მოქმედი წამყვანი საინვესტიციო ორგანიზაციაა. დღეისათვის ბანკს ფინანსების, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედ 265 პროექტში 4 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

EU4Business: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,