ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი ქართულ კომპანიებს თიბისი ბანკის საშუალებით დააფინანსებენ
ოქტომბერი 22, 2021

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი ქართულ კომპანიებს თიბისი ბანკის საშუალებით დააფინანსებენ


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თიბისი ბანკს ქართული კომპანიების შემდგომი დაკრედიტების მიზნით 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს. ამ დაფინანსების მინიმუმ 70% ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ეკოლოგიურად დაბალანსებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოხმარდება.

გარდა ამისა, ინიციატივის, EU4Business ფარგლებში ევროკავშირი ბენეფიციარ კომპანიებს გრანტებით და უფასო ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფს.

აღნიშნული საკრედიტო პაკეტის დახმარებით კომპანიები საკუთარი პროდუქციის და მომსახურების მოდერნიზაციას შეძლებენ. ეს კი მათ სერვისებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე წარმატების მიღწევის წინაპირობაა.

მხარდაჭერა ინიციატივის, EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში ხორციელდება. ეს არის მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ხელმისაწვდომი ერთობლივი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მიზანია ადგილობრივი კომპანიების ეკოლოგიური დაბალანსება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა. პროგრამის 2016 წელს დაწყებიდან დღემდე ამ საკრედიტო სქემით 170-მა ქართულმა კომპანიამ ისარგებლა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,