ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტი: ევროკავშირის საბჭო საქართველოს მხარდასაჭერ ღონისძიებას ამტკიცებს
დეკემბერი 3, 2021

ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტი: ევროკავშირის საბჭო საქართველოს მხარდასაჭერ ღონისძიებას ამტკიცებს


ევროკავშირის საბჭომ 2 დეკემბერს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისუკრაინის და მალის რესპუბლიკის მხარდასაჭერად ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის მექანიზმის (EPF) ფარგლებში ოთხი ღონისძიება დაამტკიცა. 

ღონისძიებების მიზანია ამ ქვეყნების პოტენციალის გაძლიერება სამხედრო და თავდაცვის საკითხებში შიდა მდგრადობის და მშვიდობის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ევროკავშირის მიზანია, გააუმჯობესოს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის და უკრაინის ადგილობრივი შეიარაღებული ძალების პოტენციალი და საოპერაციო თავსებადობა, რაც ხელს შეუწყობს „ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის“ (CSDP) სამხედრო მისიების და ოპერაციების განხორციელებას. 

დახმარება სრულ თავსებადობაში იქნება შესაბამის საერთაშორისო კანონებთან. არცერთი ღონისძიება არ გულისხმობს მომაკვდინებელი ძალის მქონე აღჭურვილობის მიწოდებას.

დახმარების ღონისძიება გააძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალების პოტენციალს — მათ შორის, კრიზისულ ან საგანგებო ვითარებაში მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფის უნარს. კერძოდ, დახმარების ფარგლებში გაიცემა არამომაკვდინებელი სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობა და სამოქალაქო ტიპის მოძრავი საშუალებები.

ამ მხარდაჭერის ფინანსური მოცულობა 36-თვიანი პერიოდისთვის 12.75 მილიონ ევროს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,