ევროკავშირმა თაღლითობის საწინააღმდეგო ცოდნის და რესურსების ცენტრი შექმნა
ივნისი 18, 2021

ევროკავშირმა თაღლითობის საწინააღმდეგო ცოდნის და რესურსების ცენტრი შექმნა


ევროკომისიამ, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან თანამშრომლობით (OLAF),  თაღლითობის საწინააღმდეგო ცოდნის და რესურსების ცენტრი დააარსა.  

ახალი ინსტრუმენტი ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დამაზიანებელი თაღლითობის თუ სხვა არალეგალური საქმიანობის პრევენციის მიზნით შეიქმნა. ცენტრი იმუშავებს იმისთვის, რომ ევროკავშირის ფინანსები მაქსიმალურად მოხმარდეს მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ის, ამასთან, თაღლითობის და კორუფციის  წინააღმდეგ მებრძოლ პროფესიონალებს საჭირო რესურსებით მოამარაგებს, რაც, თავის მხრივ, მათი კომპეტენციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

ვებსაიტზე ხელმისაწვდომია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ამ სფეროში წარმართული საქმიანობის კონკრეტული მაგალითები და ახსნილია კარგი პრაქტიკის გამოყენების და პროფესიონალებს შორის ცოდნის გაზიარების მეთოდები. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

თაღლითობის საწინააღმდეგო ცოდნის და რესურსების ცენტრ



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,