ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ვაჭრობის დახმარების ახალი სამსახური აამოქმედა

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ვაჭრობის დახმარების ახალი სამსახური აამოქმედა

დეკემბერი 17, 2021

15 დეკემბერს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტირების მხარდაჭერის ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის დახმარების სამსახური ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ  კომპანიებს ახალი შესაძლებლობების თუ პოტენციური პარტნიორების აღმოჩენაში დაეხმარება და სავაჭრო პროცედურებში გაარკვევს.

ახალ ონლაინპლატფორმაზე – https://eap.tradehelpdesk.org – მცირე საწარმოებს ვაჭრობის სფეროს ექსპერტებისა და  ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისგან რეკომენდაციების მიღება შეეძლებათ. პლატფორმა გამოიყენებს ბაზრებზე წვდომის მონაცემთა ბაზას, Access to Markets, რომელიც ხელს უწყობს ევროპულ კომპანიებს, სრული სარგებელი მიიღონ სავაჭრო შეთანხმებებიდან. ამ მიზნით, ბაზაში კომპლექსური სავაჭრო წესები პრაქტიკული, კონკრეტულ ინტერესებზე მორგებული ინფორმაციის სახითაა  ხელმისაწვდომი.

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰელის განცხადებით, ახალი სამსახური ევროკავშირსა და რეგიონს შორის ეკონომიკურ კავშირებს განამტკიცებს და მცირე საწარმოებს ევროკავშირთან ვაჭრობას გაუმარტივებს. „პლატფორმა კომპანიებს პრაქტიკული გზით დაეხმარება და რეგიონში ჩვენ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს  — აღდგენას, მდგრადობას და რეფორმებს დაუჭერს მხარს“, — აღნიშნა მან.

დახმარების სამსახური  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის, „EU4Business: აღმოსავლეთ პარტნიორობის დახმარების სამსახურის“ პროექტისა და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის დახმარების სამსახური 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,