ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ EU4Business-ის 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
სექტემბერი 17, 2021

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ EU4Business-ის 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა


14 სექტემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ინიციატივის, EU4Business, საქმიანობის წლიური ანგარიში. ინიციატივა სრულად მოიცავს ევროკავშირის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში. 

2021 წლის ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ევროკავშირის დახმარების შესახებ პროგრამის შემდეგ სამ პრიორიტეტულ სფეროში: ფინანსების ხელმისაწვდომობა, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული მომსახურება და ბიზნესის ხელშემწყობი გარემო. 

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ევროკავშირი დაეხმარა 72,000-მდე მცირე და საშუალო საწარმოს, რომელთა ერთი მესამედის მფლობელები ქალები არიან. ამის შედეგად შეიქმნა 50,000 ახალი სამუშაო ადგილი და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა საწარმოებმა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში დამატებითი შემოსავლის სახით 1 მილიარდი ევრო მიიღეს.

„2020 წელს EU4Business ინიციატივისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც, კრიზისული პერიოდის გათვალისწინებით, არაჩვეულებრივი შედეგები მოიტანა როგორც კომპანიების მფლობელების, ისე დასაქმებულების სასარგებლოდ“, — აღნიშნა ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლოურენს მერედიტმა, — „მომავალი ხუთი წლისთვის ჩვენ მიერ წარმოდგენილი ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს შეუწყობს დასაქმებას და განვითარებას და კეთილდღეობას მოუტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს. მისი საშუალებით უფრო ეფექტიანად გაგრძელდება მწვანე და ყოვლისმომცველი სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკათა ერთმანეთთან ინტეგრაცია“.  

„გამოწვევების მიუხედავად, ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის ფარგლებში 12.5%-ით გაზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ბიუჯეტი. ამან, თავის მხრივ, პარტნიორებს საშუალება მისცა, დახმარებოდნენ რეგიონში მომუშავე ყოველ მეათე მცირე ან საშუალო საწარმოს“, — განაცხადა  EU4Business-ის გუნდის ხელმძღვანელმა, მარკ ჰელიერმა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2020 წლის განმავლობაში 5,400-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო ფინანსური მხარდაჭერა სესხების სახით, 65,000-მდე მცირე და საშუალო საწარმოს მიეწოდა ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული მომსახურება და ბიზნესის მხარდამჭერ დაახლოებით 1,000 ორგანიზაციას ჩაუტარდა ტრენინგი. ამასთან, ევროკავშირი 158 სამთავრობო ორგანიზაციას ქმედუნარიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარა და მან 1,138-ზე მეტი კანონის, ნორმატიული აქტის და პროცედურის რეფორმირებას შეუწყო ხელი.

ანგარიში ცხადყოფს, რომ ევროკავშირმა სწრაფი რეაგირება მოახდინა COVID-19-ის პანდემიაზე და თავის პარტნიორებთან და წევრ სახელმწიფოებთან ერთად დამატებით გამოყო:

  • 100 მილიონი ევრო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კრედიტებზე წვდომის გასამარტივებლად; 
  • 200 მილიონი ევრო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო ხაზებისა და გრანტების ადგილობრივ ვალუტაში გასაცემად;
  • 500 მილიონი ევრო ევროკავშირის მდგრადი განვითარების ფონდისგან აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის;
  • 1.45 მილიარდი ევრო ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების სახით მთავრობების მხარდასაჭერად.

EU4Business წარმოადგენს ქოლგა-ინიციატივას, რომელიც მოიცავს ევროკავშირის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. ის მცირე და საშუალო საწარმოების ზრდას ფინანსებზე წვდომის, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული მომსახურების და ბიზნეს რეგულაციების გაუმჯობესების გზით უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

EU4Business-ის 2021 წლის მიმოხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის

EU4Business-ის 2021 წლის წლიური ანგარიში



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,