ევროკავშირის ცისფერი ბარათი: ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ მაღალკვალიფიციური მიგრანტების მიღების ახალი წესები შეათანხმეს
მაისი 21, 2021

ევროკავშირის ცისფერი ბარათი: ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ მაღალკვალიფიციური მიგრანტების მიღების ახალი წესები შეათანხმეს


17 მაისს ევროპის პარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებიდან  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ევროკავშირში შესვლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ახალი წესები შეათანხმეს. განახლებული წესები ევროკავშირის ცისფერი ბარათის შესახებ დირექტივის გადახედილი ვერსიის ნაწილია

 ახალი წესები ევროკავშირს მაღალკვალიფიციური მუშახელის მიზიდვაში დაეხმარება. კერძოდ, მიგრანტთა მიღების პირობები უფრო მოქნილი გახდება. სპეციალისტებს კი  მიეცემათ მეტი უფლებები, რაც მუშაობისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში  გადაადგილების გაუმჯობესებული შესაძლებლობებით გამოიხატება. 

მიგრანტ სპეციალისტებს უკვე შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის ეკონომიკაში. მაგრამ ევროპის მოსახლეობის შემცირება და დაბერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ნიჭიერი და კვალიფიციური  ადამიანების მოზიდვა საზღვარგარეთიდან“, — განაცხადა ევროკომისიის წევრმა შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონმა, — „დღევანდელი შეთანხმება მიგრაციის და თავშესაფრის შესახებ ახალი პაქტის საკვანძო ელემენტია, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის ნორმალიზების საშუალებას მოგვცემს“. 

 ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ პოლიტიკური შეთანხმება ევროკავშირის ცისფერი ბარათის შესახებ დირექტივის მიღებით ოფიციალურად უნდა დაადასტურონ. ამის შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებს ექნებათ ორი წელი იმისთვის, რომ საკუთარი კანონმდებლობა დირექტივასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. 

დამატებით ინფორმაცია:

პრესრელიზი

ევროკავშირის ცისფერი ბარათი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,