ევროკავშირის 2022 წლის ლიტერატურული პრემიის ორგანიზატორებმა წლევანდელი ნომინანტების სია გამოაქვეყნეს. კონკურსი პროგრამის, „შემოქმედებითი ევროპის“ თანადაფინანსებით ტარდება.
მიმდინარე წელს ევროპის 14 ქვეყნიდან დასახელებულ ავტორებს შორის უკრაინელი და ქართველი მწერლებიც არიან.
უკრაინა წარმოდგენილია ევგენია კუზნეცოვას (Євгенія Кузнєцова) წიგნით, „ჰკითხეთ მიეჩკას“ (‘Спитайте Мієчку’), რომელიც საგამომცემლო სახლმა, „მოხუცი ლომი“ (Видавництво Старого Лева), გამოაქვეყნა.
საქართველოდან კონკურსში მონაწილეობს ივა ფეზუაშვილი წიგნით, „ბუნკერი“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.
„პროგრამა ‘შემოქმედებითი ევროპა’ მადლობას უხდის და მხარს უჭერს უკრაინის წიგნის ინსტიტუტს, რომელმაც კონკურსის მონაწილედ დაასახელა ევგენია კუზნეცოვა როგორც ქვეყნის საუკეთესო ახალი მხატვრული ხმა. პროგრამა სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ შემოქმედებს და კულტურის ორგანიზაციებს“, — ნათქვამია „შემოქმედებითი ევროპის“ პრესრელიზში.
ევროკავშირის 2022 წლის სალიტერატურო კონკურსის გამარჯვებული 21 აპრილს, პარიზის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე გამოვლინდება. ამასთან, ყველა ნომინირებულ ავტორს დაეხმარებიან, რომ მათი წიგნები ევროპის მასშტაბით ფართო საერთაშორისო აუდიტორიამ გაიცნოს.
ევროკავშირის ყოველწლიური სალიტერატურო პრემია ევროპის საუკეთესო დამწყებ მწერლებს აჯილდოებს. ის, ამავე დროს, საზეიმოდ აღნიშნავს ენობრივ მრავალფეროვნებას და ლიტერატურულ მიღწევებს „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებში.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,