ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ენერგოეფექტიანი საბავშვო ბაღი გახსნა
ნოემბერი 15, 2021

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ენერგოეფექტიანი საბავშვო ბაღი გახსნა


12 ნოემბერს ევროკავშირმა და თელავის მუნიციპალიტეტმა ოფიციალურად გახსნეს კახეთის პირველი ენერგოეფექტიანი საბავშვო ბაღი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით განახლდა. ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიის გამოყენებით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და ამავდროულად ხარჯების 60%-ს დაზოგავს.

„ამ საბავშვო ბაღისთვის ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ნარჩენებს ვენახებიდან, რაც გათბობის იაფი და კარგი საშუალებაა. ამ მეთოდის მეშვეობით, ჩვენ ბავშვებს  უკეთეს და ჯანსაღ გარემოს ნაკლები ენერგიისა და ნაკლები ფინანსური რესურსების გამოყენებით ვუქმნით“, – განაცხადა ელჩმა, კარლ ჰარცელმა. კახეთში მისი ვიზიტი განხორციელდა ენერგოეფექტიანობის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გასულ კვირას დაიწყო.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი განახლებამდე გასათბობად შეშას იყენებდა და ამ გზით ზამთარში შენობის მხოლოდ 40%-ის გათბობა იყო შესაძლებელი. საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიები როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“, ფარგლებში ჩაუტარდა.

გარდა ამისა, ევროკავშირმა მუნიციპალიტეტს ორი ტრაქტორი და ბიომასაზე მომუშავე გამათბობლებში გამოყენებული ნასხლავის ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი სპეციალური ტექნიკა გადასცა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,