ევროკავშირის ელჩები რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას დაეთანხმნენ
ივნისი 3, 2022

ევროკავშირის ელჩები რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეექვსე პაკეტის მიღებას დაეთანხმნენ


2 ივნისს ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER II) დაეთანხმა სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც 30 მაისს ევროპულმა საბჭომ  საგანგებო შეხვედრაზე წარადგინა. 

სანქციების ამ პაკეტში შედის:

  • სანქციები უსაფრთხოების და სამხედრო აპარატის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულები არიან ბუჩაში მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტასთან; ასევე, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული სამრეწველო და ტექნოლოგიური სექტორის ორგანიზაციების, ოლიგარქების, რუსული პოლიტიკის პროპაგანდისტების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
  • რუსეთიდან ზღვის გავლით ნავთობის იმპორტის აკრძალვა. ეს აკრძალვა –  გერმანიის და პოლონეთის მიერ ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად – რუსეთიდან ნავთობის იმპორტს მიმდინარე წლის ბოლომდე 92%-ით შეამცირებს. 
  • ამ გადაწყვეტილებას რაც შეიძლება მალე დაემატება რუსეთიდან ნავთობის მილსადენის საშუალებით იმპორტის აკრძალვაც.
  • SWIFT-ის მომსახურების სისტემიდან სამი რუსული ბანკის – მათ შორის „სბერბანკის“ – და ბელარუსის ერთი ბანკის გათიშვა. 
  • რუსეთში ექსპორტის აკრძალვის გახანგრძლივება – მათ შორის ქიმიკატებსა და მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე.
  • რუსეთის ნავთობის სექტორისთვის მომსახურების მიწოდების აკრძალვა.
  • რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი სამი მასობრივი ინფორმაციის საშუალების აკრძალვა.
  • რუსეთის ოპერატორებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის აკრძალვა.

სანქციების ამ პაკეტს ევროპული საბჭო წერილობითი პროცედურით დაამტკიცებს იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 3 ივნისს გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,