ევროკავშირი საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პოლარიზაციის გამწვავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ნოემბერი 3, 2021

ევროკავშირი საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პოლარიზაციის გამწვავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს


ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოში მოქმედ ყველა პარტიას, განაგრძონ საარჩევნო პროცესში ჩართულობა და შეშფოთება გამოთქვა ბრალდებებში გაჟღერებული დაშინების ფაქტების და პოლიტიკური პოლარიზაციის გამწვავების გამო. 

30 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინირებულ კომენტარებში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა აღნიშნა: „მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები, ზოგადად, კარგად ადმინისტრირებული გახლდათ, ხოლო საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო. თუმცა მან ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რამაც მმართველ პარტიას  უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა“. 

„პირველი ტურის შემდეგ ჩვენ განვაცხადეთ, რომ არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადადგმულა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები — განსაკუთრებით, საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია“, — ვკითხულობთ განცხადებაში. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, „საზოგადოების ნდობა არჩევნების სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,