ევროკავშირი საქართველოს და მოლდოვის COVID-სერტიფიკატებს აღიარებს
ნოემბერი 17, 2021

ევროკავშირი საქართველოს და მოლდოვის COVID-სერტიფიკატებს აღიარებს


16 ნოემბრიდან ევროკავშირი აღიარებს COVID-სერტიფიკატებს, რომლებიც საქართველოს და მოლდოვის მიერ ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების ანალოგიური პირობებით გაიცემა. ევროკომისიის მიერ 15 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სერტიფიკატების ორმხრივი აღიარება ასევე ახალ ზელანდიას და სერბეთს ეხება.

ამ გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოთხი ქვეყანა ევროკავშირის სისტემას დაუკავშირდება. ამავე დროს, ოთხივე სახელმწიფო ევროკავშირიდან მათ ქვეყნებში შესულ პირებზე გაცემულ ევროკავშირის ციფრულ COVID-სერტიფიკატებს აღიარებს. 

„დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთი კონტინენტის ახლა უკვე 49 ქვეყანა და ტერიტორიული ერთეული არის ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატის სისტემასთან დაკავშირებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის დროს ადამიანებმა თავი კვლავ უსაფრთხოდ იგრძნონ“, —  აღნიშნა ევროკომისარმა იურიდიულ საკითხებში, დიდიე რეინდერსმა.

უკრაინა და სომხეთი ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების სისტემასთან უკვე დაკავშირებულები არიან.

„ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მხარს ვუჭერდით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას პანდემიური შეზღუდვების უსაფრთხოდ მოსახსნელადაც“, — განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ. 

ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ვებსაიტზე და კითხვა-პასუხის ფორმატში.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,