ევროკავშირი ქართველ ფერმერებს სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება
თებერვალი 5, 2021

ევროკავშირი ქართველ ფერმერებს სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება


საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია (GEOSSA) ახლახან დაარსდა ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით. ინიციატივა პროექტის, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში”, ფარგლებში განხორციელდა.

GEOSSA მიზნად ისახავს საქართველოში თესლების, ჩითილის და სანერგე მასალის მწარმოებელთა გაერთიანებას, რათა გაუმჯობესდეს ადგილობრივი სათესლე და სანერგე მასალის დაბალი ხარისხი, რაც სერტიფიცირებული წარმოების არარსებობით არის განპირობებული. ამ პრობლემის გადასაჭრელად, GEOSSA კერძო სანერგეებს და თესლის მწარმოებლებს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში დაუჭერს მხარს და მათ ინტერესებს სახელმწიფო უწყებების დონეზე დაიცავს.

„სანერგე მასალის ხარისხი და წარმოების პროდუქტიულობა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია“ , — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკურ განვითარებასა და ბაზრის შესაძლებლობებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომინიკ პაპენჰეიმმა, — „სტანდარტული სერტიფიცირების სისტემა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მავნებლებისაგან თავის დასაცავად და მცენარეთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, არამედ ევროკავშირის სტანდარტებთან მისაახლოებლადაც. ეს პროდუქციის ევროკავშირში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ექსპორტსაც შეუწყობს ხელს “.

ევროკავშირის “ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” 2018 წელს დაწყებული ერთობლივი პროგრამაა. მას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს გაეროს სხვა სააგენტოებთნ — გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) ერთად. პროგრამის მთავარი მიზანი მეწარმეობის სფეროს ხელშეწყობა და ბიზნესის განვითარებაა. მიზნის მიღწევის გზად კი საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი კომპანიების პოტენციალის გაძლიერებაა დასახული, რათა ისინი, თავის მხრივ, სტრატეგიული ინვესტირების გზით დაუდგნენ მხარში ადგილობრივ კომპანიებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზ



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,