ევროკავშირი კახეთში ტურიზმის განვითარებას რეგიონული პროექტების დაფინანსებით უჭერს მხარს
დეკემბერი 7, 2021

ევროკავშირი კახეთში ტურიზმის განვითარებას რეგიონული პროექტების დაფინანსებით უჭერს მხარს


1-2 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი დელეგაცია კახეთს ესტუმრა. 

ვიზიტის მიზანი იმ ადგილების დათვალიერება იყო, სადაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში მხარდაჭერილი რამდენიმე პროექტი ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარია, საიდანაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსებას შეადგენს. 

პროექტის ფარგლებში გაშენდა პარკები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურისტულ ცენტრებს, გზებსა თუ მუზეუმებს — მათ შორის, ილია ჭავჭავაძის მუზეუმს ყვარელში.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა იყენებს ქვემოდან ზემოთ, დეცენტრალიზებულ მიდგომას. ამის შედეგად, პროექტებს დასაფინანსებლად შესაბამისი რეგიონების სამხარეო საკონსულტაციო საბჭოები აფასებენ და არჩევენ. 

2022 წელს პროგრამა ახალ პროექტებს 100 მილიონი ლარით დააფინანსებს.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,