ევროკავშირი დემოკრატიის მხარდასაჭერად 2021 წელს დამატებით 119.5 მილიონ ევროს გამოყოფს
სექტემბერი 24, 2021

ევროკავშირი დემოკრატიის მხარდასაჭერად 2021 წელს დამატებით 119.5 მილიონ ევროს გამოყოფს


2021 წლის დემოკრატიის საერთაშორისო კვირეულის შემდეგ ევროკავშირმა განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ პროგრამებს 2021 წელს 119.5 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

დაახლოებით 100.8 მილიონი ევრო 116 ქვეყნის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტების და ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერას მოხმარდება. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ქალთა და ახალგაზრდობის საკითხებზე გამახვილდება. ქვეყნები დაფინანსებას მეზობლობის, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი  ინსტრუმენტის — „გლობალური ევროპის“ (NDICI) ფარგლებში მიიღებენ და მას ევროკავშირის წარმომადგენლობები განკარგავენ.

გარდა ამისა, ევროკავშირი 2021 წლის ბიუჯეტიდან 4.8 მილიონ ევროს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისისთვის (OHCHR) გამოყოფს. ევროკავშირის ადამიანის უფლებათა კრიზისების მოგვარების მექანიზმი კი 4 მილიონი ევროთი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერას მსოფლიოს იმ ქვეყნებში,  სადაც ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება.

ასი უნივერსიტეტის უნიკალური ქსელი — ადამიანის უფლებათა გლობალური კამპუსი 2021-2022 აკადემიურ წელს 4.9 მილიონ ევროს მიიღებს. გლობალური კამპუსი ევროკავშირმა ადამიანის უფლებების სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებში რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის გასავითარებლად შექმნა. ამ მიზანს ქსელი შვიდი რეგიონული სამაგისტრო პროგრამის საშუალებით ემსახურება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სამოქმედო გეგმა 2020-2024

ევროკავშირის III სამოქმედო გეგმა გენდერულ საკითხებზე 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,