ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციისთვის მზადების პროცესში ეხმარებიან
ივლისი 15, 2021

ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციისთვის მზადების პროცესში ეხმარებიან


ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო ახალი აღჭურვილობით მოამარაგეს, რაც ქვეყანას ზაფხულში დაგეგმილი COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესში დაეხმარება. 

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მიიღებს მაღალი ხარისხის 72 ლეპტოპს, 20 პლანშეტს, ვაქცინების გადასატან 200 ყუთს 800 ყინულის პაკეტით, 300 სამედიცინო მაცივარს თავისი აქსესუარებით, 300 თერმომეტრს, ვაქცინაციის სპეციალიზებულ ავტომანქანას და სხვა საჭირო აღჭურვილობას. 

ევროკავშირი და ჯანმო პანდემიის დაწყების დღიდან ედგნენ გვერდში საქართველოს და მას აუცილებელი სამედიცინო მარაგები გადასცეს. ისინი, ასევე, ქვეყანას დაეხმარნენ პროგრამული უზრუნველყოფის და მობილური აპლიკაციების შემუშავებაში, ვაქცინაციაში მონაწილე ძირითადი პერსონალის ტრენინგში, ვაქცინების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მონიტორინგში და ეროვნული საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელებაში, რომელიც ვაქცინაციის სარგებელზე ცნობიერების ამაღლებას და ვაქცინებისადმი უნდობლობის გაქარწყლებას ისახავდა მიზნად. 

აღნიშნული მხარდაჭერა ევროკავშირის და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მხარდაჭერა საქართველოს COVID-19-ის პანდემიის დამარცხებაში — მათ შორის, დაუცველი ჯგუფების ხელშეწყობასა და ეკონომიკურ აღდგენაში დაეხმარება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,