ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს 34,000 ჰექტარი ტყის დაცვას შეუწყობენ ხელს

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს 34,000 ჰექტარი ტყის დაცვას შეუწყობენ ხელს

სექტემბერი 24, 2021

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ალგეთის, ჯავახეთის და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 34,000 ჰექტარი ტყის დაცვაში დაეხმარებიან.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო შეიმუშავებს ტყის მართვის გეგმებს, ტრენინგებით და აღჭურვილობით უზრუნველყოფს რეინჯერებს და დანერგავს ეკოტურისტულ მომსახურებებს. ასევე, შეიქმნება მრავალენოვანი მობილურ აპლიკაცია, რომელიც ტურისტებს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

14-თვიანი პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. პროგრამა საქართველოს სასოფლო განვითარების რეფორმირებასა და მოდერნიზაციაში უჭერს მხარს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,