ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა წინასაარჩევნო ანგარიშს აქვეყნებენ: მედიასივრცეში დაძაბულობა მატულობს

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა წინასაარჩევნო ანგარიშს აქვეყნებენ: მედიასივრცეში დაძაბულობა მატულობს

ოქტომბერი 1, 2021

30 სექტემბერს ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნეს. კვლევით გამოიკვეთა, რომ 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს შორის პერიოდში ქართულ მედიაში დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა.

ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში — 2021 წლის ივლის-სექტემბერში — პოლარიზება განსაკუთრებით გამოიკვეთა ეროვნულ მედიაში და შედარებით ნაკლებად — რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში.  რიგი მედიასაშუალებები, რომლებიც გასულ წელს შედარებით დაბალანსებულად აშუქებდნენ საარჩევნო პროცესს, ახლა აშკარად ავლენენ  პოლიტიკური მიკერძოების ნიშნებს.

ამავე დროს, ანგარიში ცხადყოფს, რომ პოლიტიკური ზეწოლა და პოლარიზაცია, ტელევიზიებთან შედარებით, ნაკლებად თვალსაჩინო იყო  ციფრული მედიის სექტორში.

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ ასევე შეისწავლეს პოლიტიკური მოთამაშეების ქცევა სოციალურ მედიაში. მათ აღმოაჩინეს, რომ პოლიტიკოსები ფეისბუქის გვერდებს ოპონენტების შესახებ კრიტიკული ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდნენ. თუმცა ამგვარი კრიტიკა,  უმეტეს შემთხვევაში, წინასაარჩევნო კამპანიის ეთიკის ჩარჩოებში იყო მოქცეული.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,