ევროკავშირი 26 ფიზიკური პირის და ერთი რუსული ორგანიზაციის საწინააღმდეგო სანქციებს აწესებს
მარტი 2, 2022

ევროკავშირი 26 ფიზიკური პირის და ერთი რუსული ორგანიზაციის საწინააღმდეგო სანქციებს აწესებს


28 თებერვალს ევროპის კავშირის საბჭომ იმ სიას, რომელშიც სანქციებდაწესებული ფიზიკური და იურიდიული პირები შედიან, 26 ფიზიკური პირი და ერთი ორგანიზაცია დაამატა. მათ მიმართ  შემზღუდველ ღონისძიებებს იმ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიყენებენ, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

ახალ სიებში მოხვდნენ ნავთობის, საბანკო და საფინანსო სექტორებში მომუშავე ოლიგარქები თუ ბიზნესმენები, მთავრობის წევრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები და პროპაგანდისტები, რომლებიც უკრაინის საწინააღმდეგო პროპაგანდას უწყობენ ხელს და მის საზღვრებში შეჭრისადმი დადებით განწყობას ავრცელებენ.

„ამ დამატებით სანქციებს მივმართავთ ყველას წინააღმდეგ, ვინც მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებს პუტინის რეჟიმის მხარდაჭერაში და ფინანსურ სარგებელს იღებს ამ სისტემიდან. ეს სანქციები პუტინის რეჟიმის ელიტის სიმდიდრეს გამოააშკარავებს. მათ, ვინც უკრაინაში შეჭრას შეუწყო ხელი, ეს ქმედება ძვირად დაუჯდებათ“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.

შემზღუდველი ღონისძიებები ამჟამად სულ 680 ფიზიკურ და 53 იურიდიულ პირზე ვრცელდება. სიაში შეყვანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქტივები ეყინებათ და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ეკრძალებათ. გარდა ამისა, ჩამოთვლილი პირებისთვის მგზავრობის აკრძალვა მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ან ტრანზიტის უფლებას ართმევს.  

ეს სანქციები ემატება ღონისძიებების პაკეტს, რომლის შესახებაც უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 27 თებერვლის ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა. აღნიშნული პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის და მარაგების მიწოდებას ევროპის სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით, რუსეთისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცით სარგებლობის აკრძალვას, ევროკავშირის აეროპორტებში ყველა სახის რუსული გადამზიდველის შესვლის აკრძალვას და რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი, L 058, 2022 წლის 28 თებერვალი

ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი, L 059, 2022 წლის 28 თებერვალი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,