EU4Youth უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით საგრანტო კონკურსს წყვეტს

EU4Youth უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით საგრანტო კონკურსს წყვეტს

მარტი 29, 2022

უკრაინაში მიმდინარე ომის პასუხად, პროგრამა EU4Youth-მა გადაწყვიტა, შეწყვიტოს განაცხადების მიღება კონკურსისათვის, „EU4Youth ფაზა III ახალგაზრდობის დასაქმება და მეწარმეობა: ახალგაზრდობის დასაქმების და საზოგადოებრივი ცვლილებების სოციალური მეწარმეობით  წახალისება“. კონკურსი 2022 წლის 26 იანვარს გამოცხადდა და 3 მარტს გახანგრძლივდა.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად ამ ქვეყანაში მიმდინარე ომმა და ლტოლვილების ნაკადმა მთლიანად შეცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა, სოციალური გარემო და შრომის ბაზარი უკრაინაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში“, — აღნიშნულია პროგრამის განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ ომით გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებების გადაწყვეტის აუცილებლობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პროგრამის, EU4Youth, III ფაზაზე. კერძოდ, კრიზისზე საპასუხოდ საჭირო გახდა უნარების გამომუშავება კვალიფიკაციის შეცვლის, შრომის ბაზრებზე ინტეგრაციისა და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარების მიზნით. 

ამ გამოწვევების გადასაწყვეტად, საგრანტო პრიორიტეტები და განმცხადებლების და პროცედურების მიმართ მოთხოვნები შესაბამისად შეიცვლება. 

დაგეგმილია, რომ EU4Youth-ის შეჩერებული კონკურსის სტატუსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, აპრილის ბოლომდე გამოქვეყნდება.პროგრამით დაინტერესებულ პირებს და პოტენციურ აპლიკანტებს განახლებული ინფორმაციის მიღება EU4Youth-ის საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერით შეეძლებათ.



თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,