EU4Youth-მა ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებისთვის ბიზნესტრენინგი გამართა
მაისი 7, 2021

EU4Youth-მა ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებისთვის ბიზნესტრენინგი გამართა


EU4Youth-ის პროექტმა, სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG), ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ბიზნესტრენინგი ჩაატარა.

თავდაპირველი შეხვედრის მიზანი იმ სარგებელთა წარმოჩენა იყო, რომლებსაც პროექტი რეგიონს მოუტანს. ამასთან, შეხვედრის მონაწილე 30-მდე ახალგაზრდიდან 12-მა საკუთარი ბიზნესიდეის მონახაზი და ბიუჯეტი წარადგინა. შეფასების კომისიამ წარდგენილი განცხადებებიდან სოციალური მეწარმეობის წამახალისებელი ხუთი იდეა აარჩია და  მათი ავტორები 19-22 აპრილს გამართულ ტრენინგზე მიიწვია.

ტრენინგის თემები მოიცავდა ბიზნეს დაგეგმვას, მეწარმეობას, ბიზნესის მენეჯმენტს, მარკეტინგს, კლიენტებთან ურთიერთობას და ფინანსურ დაგეგმვას.

ტრენინგის მიზანი იყო:

  • მონაწილეთა ინფორმირება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესგეგმის და ბიზნესის ეფექტიანი მოდელის შემუშავება;
  • მონაწილეთა გაწვრთნა შემდეგ საკითხებში: კლიენტების პროფილის, ბაზრის და კონკურენტების ანალიზი; კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება;  პროდუქციის ფასწარმოქმნაში გარკვევა; დისტრიბუციის არხის შერჩევა; კლიენტებთან საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება;
  • ბიუჯეტთან დაკავშირებული ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა მიმდინარე ხარჯები; ფიქსირებული ხარჯები; მთლიანი ხარჯები და მოგება; ასევე მოგება-ზარალის უწყისის, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის და საბალანსო უწყისის შექმნა.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს დაევალათ, შეედგინათ ბიზნესგეგმები, რომლებსაც ისინი საგრანტო კონკურსზე 17 მაისამდე წარადგენენ. ამის მერე მათ საკუთარი იდეები კომისიის წინაშე უნდა წარმოაჩინონ და პირისპირ კითხვა-პასუხის სესიაში ჩაერთონ. განმცხადებლები, რომლებიც კონკურსის ყველა ეტაპს წარმატებით გაივლიან,  საკუთარი ბიზნესიდეის განსახორციელებლად დაახლოებით 10,000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებენ.

ტრენინგი პროექტის,  EU4Youth – სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG), ფარგლებში იყო ორგანიზებული. პროექტი საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალგაზრდების დასაქმებას სოციალური მეწარმეობის წახალისებით უწყობს ხელს.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,