EU4Youth-ის ღონისძიება: ჩაერთეთ პირდაპირ ეთერში გამართულ დისკუსიებში და დაჯილდოების ცერემონიაში 

EU4Youth-ის ღონისძიება: ჩაერთეთ პირდაპირ ეთერში გამართულ დისკუსიებში და დაჯილდოების ცერემონიაში 

მარტი 15, 2021

ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდობისთვის განკუთვნილ EU4Youth დღეებს პირველად უმასპინძლებს. ამ  მიზნით ევროკომისია 24 მარტს ონლაინ დისკუსიაში იწვევს ყველას, ვინც ახალგაზრდული პოლიტიკითა და რეგიონში ევროკავშირის მიერ ახალგაზრდობის მხარდაჭერის საკითხებითაა  დაინტერესებული. ონლაინ ღონისძიებას ახალგაზრდა ლიდერები, რეგიონის ქვეყნებისა და ევროპელი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან. ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო გეგმებს განიხილავენ და ისეთ საკითხებზე კონცენტრირდებიან, როგორიც ახალგაზრდობის დასაქმება, მეწარმეობა და პოლიტიკაში მონაწილეობაა.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე გაიმართება EU4Youth დაჯილდოების ცერემონია. ჯილდოებს მიიღებენ ის EU4Youth პროექტები, რომლებიც წარმატებით უჭერენ მხარს რეგიონის ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდება EU4Youth პროგრამის 15 გამორჩეული კურსდამთავრებული. საზოგადოების და ჟიურის მიერ მიცემული ხმების შეჯამების შემდეგ ამ კურსდამთავრებულებიდან ხუთი EU4Youth სოციალური ზეგავლენის პრიზსაც მიიღებს. ხუთივე გამარჯვებული, ამასთან, ჩაერთვება პროგრამაში, EY SkillUp Your Future და ინდივიდუალურად შერჩეული მენტორის დახმარებით პროფესიულ უნარებს გაიუმჯობესებს. ამ პრიზს კომპანია „იუაი“ (EY) თავისი გლობალური კორპორატიული პასუხისმგებლობის პროგრამის, EY Ripples, ფარგლებში გადასცემს.

EU4Youth ღონისძიება 22-26 მარტს გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის EU4Youth დღეების ფარგლებში ჩატარდება. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი გეგმის პირველი წელი გახლავთ. ამ გეგმის ნაწილია „ახალი წინადადება ახალგაზრდობისთვის“, რომელიც ახალგაზრდობის მხარდაჭერის სფეროში უმნიშვნელოვანეს ინიციატივას წარმოადენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის „EU4Youth დღეები“ მიმდინარე წლის პირველი ღონისძიებაა, რომელიც EU4Youth-ის მიღწევებს საჯაროდ შეაჯამებს და ინიციატივის, „ახალი წინადადება ახალგაზრდობისთვის“, სტრატეგიულ პრიორიტეტებს დაუჭერს მხარს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია EaP EU4Youth days ვებსაიტზე. თქვენ აქვე შეძლებთ მონაწილეობის მიღებას საჯარო ხმის მიცემაში, რომლითაც EU4Youth-ის გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოვლინდებიან.

პირდაპირ ეთერში გამართულ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად შეუერთდით Facebook ღონისძიებას. 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,