EU4Environment: ევროკავშირი წყლის რესურსების და გარემოსდაცვითი მონაცემების ახალ რეგიონულ პროგრამას იწყებს

EU4Environment: ევროკავშირი წყლის რესურსების და გარემოსდაცვითი მონაცემების ახალ რეგიონულ პროგრამას იწყებს

თებერვალი 10, 2022

9 თებერვალს ევროკავშირმა ახალი „EU4Environment – წყლის რესურსების და გარემოსდაცვითი მონაცემების რეგიონული პროგრამა“  დაიწყო. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის შემდგომ მწვანე აღდგენას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ონლაინფორმატში უკვე  ჩატარდა პროგრამის რეგიონული სასტარტო შეხვედრა, რომელსაც  მოჰყვება თითოეული მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლებთან ეროვნულ დონეზე ორგანიზებული შეხვედრების ციკლი.

ახალი პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკოლოგიის, კლიმატის და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ხანგრძლივად შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. პროგრამის მიზანი აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მოსახლეობის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესებაა.

„EU4Environment – წყლის რესურსების და გარემოსდაცვითი მონაცემების რეგიონულ პროგრამას“ საფუძვლად წარსულში წარმატებით განხორციელებული პროექტების მიღწევები უდევს. ამ პროექტთა შორისაა „ევროპის წყლის ინიციატივა პლუსი“ (EUWI+) და „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემა — II ფაზა“, („ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის“ (ENI SEIS II) აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი). 

EUWI+ პროექტი ქვეყნებს დაეხმარა, წარმატებით განეხორციელებინათ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ხოლო იქ, სადაც ოფიციალური ხელშეკრულებები გაფორმებული არ იყო, მან ევროკავშირის წყლის რესურსების მართვის პრაქტიკის ეტაპობრივ დანერგვას შეუწყო ხელი. ENI SEIS II პროექტის მხარდაჭერით კი მომზადდა ეკოლოგიური მონაცემები და შეფასებითი ანგარიშები ბიომრავალფეროვნების, წყლის, მიწის,  ნარჩენების და ჰაერის მდგომარეობის შესახებ. 

დამატებითი ინფორმაცია



თემაზე

შარლ მიშელმა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნის წინადადება წამოაყენა
მაისი 20, 2022

შარლ მიშელმა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნის წინადადება წამოაყენა

საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება
მაისი 20, 2022

საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
მაისი 20, 2022

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ლგბტქი+ თემი  საქართველოში ყველაზე დაუცველ ჯგუფთა შორის რჩება
მაისი 18, 2022

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ლგბტქი+ თემი  საქართველოში ყველაზე დაუცველ ჯგუფთა შორის რჩება

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან
მაისი 16, 2022

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,