EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული კომერციის ჰარმონიზაციისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
აპრილი 16, 2021

EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული კომერციის ჰარმონიზაციისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს


პროგრამამ, EU4Digital, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული კომერციის ჰარმონიზაციის მიზნით თავისი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ანგარიში სამ სფეროს მოიცავს: ეკოსისტემას, საკანონმდებლო ჩარჩოს და დაწესებულ სტანდარტებს.

რეკომენდაციები ტრანსსასაზღვრო ელექტრონულ კომერციაში არსებული ბარიერების დაძლევის, ვაჭრობის მოცულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. ეს რჩევები, ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს იმ ცვლილებებისთვის მოამზადებს, რომლებსაც ევროკავშირი ე-კომერციის სფეროში მიმდინარე წელს იღებს.

ამ რეკომენდაციათა საფუძველზე უკვე შემუშავებულია ექვსი ეროვნული სამოქმედო გეგმა. ამ გეგმათა განსახორციელებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა კანონმდებლობის და დაწესებული სტანდარტების სფეროებში საჭირო ცვლილებები უნდა შეიტანონ. ამასთან, სამთავრობო და არასამთავრობო მხარეებმა გაწერილი რეკომენდაციები ეროვნული ეკონომიკის განვითარების გეგმების შედგენისა და განხორციელების დროსაც უნდა გაითვალისწინონ.

გაცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი — ვირტუალური საწყობის შექმნა — საპილოტე პროექტად შეირჩა. პროექტს ერთი მხრივ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ხოლო მეორე მხრივ ევროკავშირი (გერმანია) განახორციელებენ. საპილოტე ინიციატივის ფარგლებში, ე-კომერციაში მონაწილე მხარეები ვირტუალური სახელმწიფო საწყობების/მონაცემთა ბაზების საშუალებით ავტომატურად გაცვლიან ინფორმაციას გაყიდვების, განბაჟებისა და პროდუქტთა მიწოდების საკითხებზე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

საქართველოსთვის შექმნილი ანგარიში



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,