EU4Business: ქართულმა კომპანიებმა გერმანიაში პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე 600 000 ევროს ღირებულების შეკვეთები მიიღეს

EU4Business: ქართულმა კომპანიებმა გერმანიაში პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე 600 000 ევროს ღირებულების შეკვეთები მიიღეს

ნოემბერი 11, 2021

EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის“, ბენეფიციარმა კომპანიებმა საქართველოდან 600 000 ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთები მიიღეს. საერთაშორისო მყიდველებმა შეკვეთების სახით ამგვარი ინტერესი Anuga 2021-ის გამოფენაზე გამოავლინეს, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნში იმართება და საკვები პროდუქტების მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ბაზრობას წარმოადგენს. 

მწარმოებლებმა საქართველოდან გამოფენაზე სხვადასხვა სახის ორგანული პროდუქცია წარადგინეს — მათ შორის, ხილის ჩირი, თხილი და ჩაი.

საქმიანი შეხვედრების განმავლობაში ქართულმა კომპანიებმა 107-ზე მეტი ახალი ბიზნესკონტაქტი დაამყარეს წამყვან კომპანიებთან მსოფლიოს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია, ნიდერლანდები, ლიბანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, პოლონეთი, კანადა, უკრაინა და ბულგარეთი. ამის შედეგად მათ 20 მყიდველისგან 600 000 ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთები მიიღეს.

პროექტი, „მზაობა ვაჭრობისთვის“, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს ეხმარება, ევროკავშირისა და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნების შესაბამისად აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია და დაუკავშირდნენ დაინტერესებულ მყიდველებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,