EBRD, ევროკავშირი და KfW საქართველოს სკოლებში ენერგოეფექტიანობის გაზრდას შეუწყობენ ხელს
აპრილი 4, 2022

EBRD, ევროკავშირი და KfW საქართველოს სკოლებში ენერგოეფექტიანობის გაზრდას შეუწყობენ ხელს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოში ენერგოეფექტიანობის განვითარებას ახალი დაფინანსებით დაუჭერენ მხარს.

ინიციატივის ფარგლებში EBRD 40 მილიონი ევროს ოდენობის სესხს, ხოლო ევროკავშირი 13 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. დაფინანსება, უპირველეს ყოვლისა, სკოლებში გამოყენებული ენერგიის  შემცირებას მოხმარდება, რაც ქვეყნის მასშტაბით ენერგოუსაფრთხოებას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, KfW გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს სახელით დამატებით დაფინანსებას გამოყოფს.

ინვესტიცია მოხმარდება სკოლების ფასადების, სახურავების, სარდაფების და ახალი ფანჯრებისა და კარების თბოიზოლაციას. ასევე განახლდება გათბობის სისტემები (მათ შორის გათბობის ქვაბები, მილები თუ ტუმბოები), ვენტილაცია, გაგრილების სისტემები და წყლის დამზოგავი დანადგარები.

„EBRD-ისა KfW-ისთან განხორციელებული ერთობლივი პროგრამა ევროკავშირს აძლევს საშუალებას, საქართველოს სკოლებს ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციის მასშტაბების გაზრდაში დაეხმაროს“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, სიგრიდ ბრეტელმა, — „ენერგეტიკაზე ხარჯების და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების გარდა, ეს ინვესტიცია მოსწავლეებს უფრო ჯანმრთელი გარემოთი უზრუნველყოფს, შექმნის სამუშაო ადგილებს და გააუმჯობესებს ენერგოუსაფრთხოებას“.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,