დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ვაქცინებით უზრუნველსაყოფად ევროკავშირი COVAX-ს დაფინანსებას უორმაგებს

დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ვაქცინებით უზრუნველსაყოფად ევროკავშირი COVAX-ს დაფინანსებას უორმაგებს

თებერვალი 26, 2021

ევროკავშირმა 19 თებერვალს  განაცხადა, რომ COVAX პლატფორმისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს, რითაც გლობალურ ინიციატივაში დღემდე შეტანილ წვლილს გააორმაგებს. ამ გადაწყვეტილების მიზანი საქართველოსა და სხვა 91 ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების სამართლიანი და თანასწორუფლებიანი მიწოდებს დაჩქარებაა. ქვეყნები 1.3 მილიარდ დოზას 2021 წლის ბოლომდე მიიღებენ.

ევროპის გუნდი (Team Europe) COVAX პლატფორმის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია; მისი დაფინანსება 2.2 მილიარდ ევროს აჭარბებს, რაშიც გასულ კვირას გერმანიის მიერ გაღებული 900 მილიონ ევროც შედის.

 „კორონავირუსზე გლობალური პასუხის ფარგლებში, გასულ წელს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, გაგვეხადა ვაქცინები ხელმისაწვდომი ყველასთვის,  ვისაც ის სჭირდება. COVAX ინიციატივას ყველაზე უკეთ შეუძლია, ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დიდი შვიდეულის ლიდერების ვირტუალურ შეხვედრაზე, — „სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ევროკომისიის მიერ COVAX ინიციატივისთვის გაღებული წვლილის 1 მილიარდ ევრომდე გაზრდა. ამ ახალი ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ გვინდა, სწრაფად მივაწოდოთ ვაქცინები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებ. რადგან თავს უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ, როცა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება იქნება დაცული“.

აღნიშნული დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკვე გაცემულ 100 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს და გარანტიის სახით გაცემულ 400 მილიონ ევროს დაემატება.

დღეისათვის COVAX ინიციატივაში 191 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 92 სახელმწიფო, რომელთაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღებ დაფინანსების მექანიზმის, Gavi COVAX-ის  მოწინავე საბაზრო ვალდებულების (AMC) საშუალებით შეუძლიათ.

COVAX ინიციატივის მიზანი 2021 წლის ბოლომდე ვაქცინის 2 მილიარდი დოზის შეძენაა. მათგან მინიმუმ 1.3 მილიარდ დოზა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს მოხმარდება. ამის მისაღწევად მოლაპარაკებები ვაქცინათა სხვადასხვა მწარმოებელთან მიმდინარეობს. ამის შედეგად მოპოვებული დოზები სხვადასხვა სამეცნიერო ტექნოლოგიით იქნება შექმნილი და მათი მიწოდების ვადები და ფასებიც განსხვავებული იქნება. ვაქცინების შესყიდვას და ქვეყნებისთვის გადაცემას იუნისეფის მომარაგების განყოფილება და ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიზაციის (PAHO) ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის განახლებადი ფონდი უზრუნველყოფს.

2020 წლის 4 მაისიდან მოყოლებული, ევროკომისიამ თავის პარტნიორებთან ერთად 16 მილიარდამდე ევროს მობილიზება შეძლო. ამის შედეგად ჩამოყალიბებული გლობალური ინიციატივა, კორონავირუსზე გლობალური პასუხი, ტესტების, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირის გლობალური პასუხი კორონავირუსზე

ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს ვაქცინაციის პროცესისთვის მომზადებაში დაეხმარებიან

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა კორონავირუსის პანდემიის და შემდგომი აღდგენის  პერიოდებში

 



თემაზე

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ლგბტქი+ თემი  საქართველოში ყველაზე დაუცველ ჯგუფთა შორის რჩება
მაისი 18, 2022

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ლგბტქი+ თემი  საქართველოში ყველაზე დაუცველ ჯგუფთა შორის რჩება

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან
მაისი 16, 2022

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან

ENPARD საქართველოს სოფლების განვითარებისთვის თანაინვესტირების გრანტებს გასცემს
მაისი 16, 2022

ENPARD საქართველოს სოფლების განვითარებისთვის თანაინვესტირების გრანტებს გასცემს

ინფორმირების ინსტრუმენტი რუსეთის ან ბელარუსის მიერ ევროკავშირის სანქციების დარღვევის შემთხვევებს კრებს
მაისი 12, 2022

ინფორმირების ინსტრუმენტი რუსეთის ან ბელარუსის მიერ ევროკავშირის სანქციების დარღვევის შემთხვევებს კრებს

საქართველოს პარლამენტი თქვენს ტელეფონში: ევროკავშირის დახმარებით ახალი აპლიკაცია შეიქმნა
მაისი 12, 2022

საქართველოს პარლამენტი თქვენს ტელეფონში: ევროკავშირის დახმარებით ახალი აპლიკაცია შეიქმნა


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,