CulturEU: ახალი გზამკვლევი კულტურის და შემოქმედებით სექტორებს ევროკავშირის დაფინანსებაზე წვდომას უმარტივებს

CulturEU: ახალი გზამკვლევი კულტურის და შემოქმედებით სექტორებს ევროკავშირის დაფინანსებაზე წვდომას უმარტივებს

დეკემბერი 1, 2021

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ახალი ინტერაქტიური გზამკვლევი, რომელშიც თავმოყრილია დაფინანსების ყველას ის შესაძლებლობა, რომელთაც ევროკავშირი კულტურის და შემოქმედებით სექტორებს 2021-2027 წლებში სთავაზობს.

გზამკვლევი მოიცავს იმ დაფინანსებებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროკომისიის საფლაგმანო პროგრამებთან: Creative Europe, Horizon Europe, Erasmus+, „ევროპის სოლიდარობის კორპუსი“, „გლობალური ევროპა — მეზობლობის, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტი“ (NDICI) და სხვა.

შესაფერისი დაფინანსების პოვნა თქვენი სამოქმედო სექტორის, ორგანიზაციის ტიპის და სასურველი მხარდაჭერის მიხედვით შეგიძლიათ. 

CulturEU დაფინანსების გზამკვლევში შეყვანილია ევროკავშირის მიერ 2014-2020 წლებში დაფინანსებული პროექტების ნიმუშებიც. ასეთია, მაგალითად, „ინოვაციის და მეწარმეობის ჰაბები ისტორიული ურბანული ადგილების ტრანსფორმაციისთვის“ უკრაინის მონაწილეობით.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ, დაფინანსების გზამკვლევი ბროშურის სახით ჩამოტვირთოთ. 

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



თემაზე

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ლგბტქი+ თემი  საქართველოში ყველაზე დაუცველ ჯგუფთა შორის რჩება
მაისი 18, 2022

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ლგბტქი+ თემი  საქართველოში ყველაზე დაუცველ ჯგუფთა შორის რჩება

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან
მაისი 16, 2022

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან

ENPARD საქართველოს სოფლების განვითარებისთვის თანაინვესტირების გრანტებს გასცემს
მაისი 16, 2022

ENPARD საქართველოს სოფლების განვითარებისთვის თანაინვესტირების გრანტებს გასცემს

ინფორმირების ინსტრუმენტი რუსეთის ან ბელარუსის მიერ ევროკავშირის სანქციების დარღვევის შემთხვევებს კრებს
მაისი 12, 2022

ინფორმირების ინსტრუმენტი რუსეთის ან ბელარუსის მიერ ევროკავშირის სანქციების დარღვევის შემთხვევებს კრებს

საქართველოს პარლამენტი თქვენს ტელეფონში: ევროკავშირის დახმარებით ახალი აპლიკაცია შეიქმნა
მაისი 12, 2022

საქართველოს პარლამენტი თქვენს ტელეფონში: ევროკავშირის დახმარებით ახალი აპლიკაცია შეიქმნა


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,