COVAX პლატფორმის მეშვეობით, საქართველოში COVID-19-ის ვაქცინების პირველი პარტია ჩამოვიდა
მარტი 19, 2021

COVAX პლატფორმის მეშვეობით, საქართველოში COVID-19-ის ვაქცინების პირველი პარტია ჩამოვიდა


13 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 43,200 დოზა ჩამოვიდა.

შემდეგი ნაბიჯი ვაქცინაციის დაწყებაა. მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარებიან საქართველოს მთავრობას ტრენინგებით, რეკომენდაციებით და ლოგისტიკური მხარდაჭერით. ამ ყველაფრის მიზანი ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მიწოდებაა მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ პანდემიის დასაწყისიდანვე ევროკავშირი და ევროპის გუნდი საქართველოს აქტიურად უჭერენ მხარს. ამ მიზნით ისინი ფინანსურად ეხმარებიან როგორც მთავრობას, ისე უშუალოდ ჯანდაცვის, სოციალური და კერძო სექტორების ძალისხმევას. „ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაღებული დახმარების თვალსაზრისით, მხარდაჭერის ეს პაკეტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. ამით ევროკავშირი ქართველებისადმი სოლიდარობას გამოხატავს“, — დასძინა კარლ ჰარცელმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს ვაქცინაციის პროცესისთვის მომზადებაში დაეხმარებიან



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,