ახალგაზრდობის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში: სამიტის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ონლაინფორუმი გაიმართება

ახალგაზრდობის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში: სამიტის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ონლაინფორუმი გაიმართება

ნოემბერი 22, 2021

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის მეხუთე ფორუმის ძირითადი თემა დემოკრატიულ პროცესში ახალგაზრდობის მონაწილეობა იქნება. ფორუმი 23-24 ნოემბერს დისტანციურად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ შეიკრიბება, რომელიც, თავის მხრივ, 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.

ფორუმი, რომელიც ინტერნეტით პირდაპირ გადაიცემა, ორგანიზებულია ევროკავშირის საბჭოს სლოვენიის თავმჯდომარეობის მიერ ევროკომისიასთან და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურთან თანამშრომლობით.

ფორუმს დაესწრება ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე 250-მდე ადამიანი — აქტიური და კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდები და ახალგაზრდობის პოლიტიკის დამსახველები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ისინი აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის და ევროკავშირის ახალგაზრდული პოლიტიკის მიღწევებსა და გამოწვევებს განხილავენ. 

მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას, გამოცდილებას და იდეებს დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდობის უკეთ ჩასართავად. ფორუმი გააძლიერებს კავშირებს ისეთ მიმდინარე ინიციატივებთან, როგორიცაა ევროკავშირის სამოქმედო გეგმა ახალგაზრდობის საკითხებზე საგარეო ქმედებების კუთხით და აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პოლიტიკის დღის წესრიგი, „ახალი წინადადება ახალგაზრდობისთვის“.

მიმდინარე წლის ახალგაზრდობის ფორუმის მთავარი თემის ცენტრალური საკითხია ინკლუზიური გარემოს და ადეკვატური პირობების შექმნა დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის წასახალისებლად.

ფორუმზე ოთხი თემატური სემინარის შესაბამისად გაკეთდება დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც ღონისძიების შემდეგ დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებენ.

ფორუმის ონლაინტრანსლაცია განხორციელდება ღონისძიების ვებსაიტზე.

დამატებითი ინფორმაცია

ღონისძიების ვებსაიტი




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,