2021 წლის გამოშვება: აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სტიპენდიატებმა უჩვეულო სასწავლო წელი ონლაინ ცერემონიით დაასრულეს
ივნისი 25, 2021

2021 წლის გამოშვება: აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სტიპენდიატებმა უჩვეულო სასწავლო წელი ონლაინ ცერემონიით დაასრულეს


აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამამ 22 ივნისს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეთა მეორე ნაკადის მიერ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნა. გამოსაშვებ ვირტუალურ ცერემონიას პროგრამის პარტნიორმა,  „საქართველოს საერთაშორისო სკოლა  — ახალი სკოლა“, უმასპინძლა.

მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ლოურენს მერედიტიგაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) გენერალური მდივნის მოადგილე და აღმასრულებელი დირექტორი გრეტე ფარემო და სხვა ოფიციალური პირები. ცერემონიის დამსწრეებმა საზეიმოდ აღნიშნეს სკოლის მოსწავლეების და პერსონალის ძალისხმევა, რომლის მეშვეობითაც მათ, პანდემიით გამოწვეული უჩვეულო და რთული ვითარების მიუხედავად, წარმატებით შეძლებს სასწავლო წლის დასრულება.  

2021 წელს სკოლა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყნის 34-მა სტიპენდიატმა დაამთავრა. სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი ყველა მოსწავლემ, მათ შორის 24-მა გოგომ, მოიპოვა. უმაღლესი განათლების მისაღებად ისინი სწავლას ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების და მშობლიური ქვეყნების უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა 30-მა პროცენტმა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღო მსოფლიოს სახელგანთქმული უნივერსიტეტებიდან. ისინი უმაღლეს განათლებას ესპანეთის, ნიდერლანდების, უნგრეთის, იტალიის, ბელგიის, ესტონეთისარაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, აშშისა და კანადის მკვიდრ თანატოლებთან ერთად მიიღებენ.  

დღევანდელ კურსდამთავრებულთა წარმატება შეუპოვრობის და მიზანდასახულობის მაგალითია. თქვენ ციფრულ ფორმატზე გადახვედით და წარმოქმნილი გამოწვევები ახლის სწავლის შესაძლებლობად აქციეთ. თქვენ თავდადება და ენთუზიაზმი გამოიჩინეთ. „ახალი სკოლა თქვენ დაგეხმარათ, გაზრდილიყავით პიროვნულად და საკუთარი მომავლის განსაზღვრისას მეტად დამოუკიდებლები გამხდარიყავით“, — აღნიშნა ლოურენს მერედიტმა ცერემონიისას წარმოთქმულ თავის სიტყვაში.  

საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომის გამცემი სასტიპენდიო პროგრამა 2018 წელს  შეიქმნა. მას შემდეგ ევროკავშირის 2-წლიანი სრული სტიპენდიით აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის 105 მოსწავლე დაჯილდოვდა. 2021 წლისთვის ევროპული სკოლის დიპლომი უკვე აღებული აქვს ორი ნაკადის 64 მოსწავლეს, კერძოდ — 44 გოგოს და 20 ბიჭს. მათ სწავლა ისეთი მრავალფეროვანი მიმართულებებით გააგრძელეს, როგორიცაა ეკონომიკა, ბიოქიმიური ინჟინერია, ფიზიკა, სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება და კულტურა, კომუნიკაცია და მედია, საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო პოლიტიკა, მედიცინა, იურისპრუდენცია, თავისუფალი მეცნიერებები და კომპიუტერული მეცნიერებები. 2021-2023 აკადემიური წლების პროგრამას კი 40 მოსწავლე შეუერთდება. სტიპენდიატებს რთული კონკურსის შედეგად არჩევენ, რომელიც განაცხადის შეტანისგან, წერილობითი ტესტისა და გასაუბრებისგან შედგება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი ევროკავშირის ინიციატივაა. ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეებს  ხარისხიან საშუალო განათლებას ევროპეისტიკაზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის საშუალებით სთავაზობს. პროექტი მიზნად მოსწავლეთა საგანმანათლებლო და დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებას ისახავს. ის ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობას, კულტურათაშორის გაგებას, ტოლერანტობასა და  ფუნდამენტური ფასეულობების გაღრმავებას. ამასთან, მისი მეშვეობით, მოსწავლეები უკეთ იაზრებენ ევროკავშირის საქმიანობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მისი ჩართულობის მნიშვნელობას

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS) შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით ახორციელებს: „საქართველოს საერთაშორისო სკოლაახალი სკოლა“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაცია

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,