ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან

აგვისტო 30, 2023

  • მსმენია ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შესახებ, მაგრამ არ ვიცი ვინ არიან და რას აკეთებენ ისინი
  • რატომ უნდა გავხდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი?
  • მივიღებ ანაზღაურებას, თუ ვიმუშავებ, როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი?
  • მინდა გავხდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, როგორ უნდა შევიტანო განაცხადი?
  • როგორ ხდება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შერჩევა?
  • რამდენი ახალგაზრდა ევროპელი ელჩია საქართველოში? რა აქვთ მათ დღემდე გაკეთებული?
  • მე ვერ გავხდები ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, მაგრამ მინდა მონაწილეობის მიღება მათ საქმიანობაში: ეს შესაძლებელია?
ბარათი %1 %2-დან

მსმენია ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შესახებ, მაგრამ არ ვიცი ვინ არიან და რას აკეთებენ ისინი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა – ეს არის არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, დინამიკური საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობებით აკავშირებს ახალგაზრდებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და გაერთიანებული სამეფო. ქსელის მიზანია  ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხებზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და თანამშრომლობა უკეთესი მომავლისათვის.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას 2016 წლის ივნისში, EU NEIGHBOURS east პროექტის ნაწილად ჩაეყარა საფუძველი. მასში დღემდე 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 1,700-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა.

2023 წლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსა და გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 30 ეროვნების 500-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქმიანობს.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები არიან სტუდენტები, ახალგაზრდა პროფესიონალები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანასა და ონლაინ გამართულ ასობით ღონისძიებაში ნებაყოფლობით მონაწილეობენ. მათ პროფილებს აქ შეგიძლიათ გაეცნოთ.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა თავისი ქსელის წევრებს მოხალისეობის, კარიერული წინსვლისა და ლიდერობის უნარების განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. ახალგაზრდა ევროპელ ელჩები მონაწილეობენ შემდეგ ღონისძიებებში:

  • ევროკლუბები: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ყვარელში, ქედასა და თბილისში დაარსებული ევროკლუბების ქსელს მართავენ. 2023 წელს ქვეყანაში მთლიანობაში 6 მოქმედი ევროკლუბი იარსებებს. ევროკლუბები ახალგაზრდებს სთავაზობს უნარების განმავითარებელ კურსებს, საინფორმაციო სამუშაო შეხვედრებსა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს. 
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში ვიზიტები: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ხშირად ხვდებიან მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და ამ თანამშრომლობის შედეგად შექმნილი შესაძლებლობების შესახებ უყვებიან. 
  • ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად აწყობენ აქტივობებს და მასშტაბურ ახალგაზრდულ ღონისძიებებშიც ერთვებიან. ეს საქმიანობა მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა პრეზენტაციები, საქმიანი შეხვედრები, ტრენინგის კურსები, საჯარო ბაზრობებში მონაწილეობა და სხვა. 
  • სამოქალაქო ჩართულობის აქტივობები: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები აწყობენ ფილმის ჩვენებებს, სამაგიდო თამაშების საღამოებს, საქველმოქმედო აქციებს, დისკუსიებს და სხვა.
  • საერთაშორისო ღონისძიებები: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ესწრებიან ისეთ საერთაშორისო ღონისძიებებს, როგორებიცაა ევროპის ახალგაზრდული ფორუმები, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციები, სასწავლო მივლინებები ევროკავშირში და მთელი რეგიონისა და ევროკავშირის მასშტაბით ორგანიზებული სემინარები. 

რატომ უნდა გავხდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი?

როგორც ახალგაზრდა ევროპელ ელჩს, შენ გექნება შესაძლებლობა,  შეხვდე საზიარო ღირებულებების მქონე თანატოლებს და განვითარდე პიროვნულად თუ კარიერული კუთხით. შენ გაიცნობ საინტერესო ახალგაზრდებს როგორც საკუთარი, ასევე უცხო ქვეყნებიდან; იმოგზაურებ საქართველოში, შეხვდები თანამოქალაქეებს და გააცნობ მათ ევროკავშირს, მის პარტნიორულ ურთიერთობებს შენს ქვეყანასთან და მის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი კი დაგეხმარება, განივითარო უნარები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გუნდური მუშაობა, პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ღონისძიებების ორგანიზება, პრეზენტაციები და საჯარო გამოსვლები, ენები და კომუნიკაცია, საინფორმაციო მასალის შექმნა და სხვა მრავალი. ყველა ეს უნარი კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვნად დაგეხმარება!

შენ, ამასთან, ისარგებლებ აქტიური და ინკლუზიური მხარდაჭერის სისტემით, რომელშიც შედის

  • ახალგაზრდა მოხალისეების მეგობრული გუნდი, რომლის წევრებს შორისაც იმსჯელებ შენთვის მნიშვნელოვან თემებზე, შეიძენ მეგობრებს და გაატარებ დაუვიწყარ დროს. 
  • ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მენტორები, რომლებიც პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებიან.
  • ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კოორდინატორები, რომლებიც შენი ინიციატივების განსახორციელებლად საჭირო ადმინისტრაციული და ლოგისტიკური მხარდაჭერით მოგამარაგებენ.
  • ახალგაზრდა ევროპელი ელჩების აკადემია, რომლის კედლებს შიგნითაც კომუნიკაციის, სტრატეგიის, საინფორმაციო მასალის შექმნის, მედიასთან ურთიერთობისა და სხვა სფეროების გამოცდილი პროფესიონალები გიხელმძღვანელებენ.
  • ვებსაიტი და სოციალური მედიის პლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც დაუკავშირდები აუდიტორიას. 

საკუთარ საზოგადოებაში აქტიურობით, შესაძლებლობა გექნება, შენს მეგობრებს, ოჯახს და ქვეყანას აჩვენო, თუ როგორ საზოგადოებაში ისურვებდი ცხოვრებას. შეძლებ შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების გაძლიერებას და მოახდენ გავლენას მათ ცხოვრებაზე!

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა ევროპელი ელჩის სტატუსი გაძლევს შესაძლებლობას, შეიძინო მეგობრები, გაუზიარო სხვებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, ან უბრალოდ აღმოაჩინო საკუთარი თავი და სამყარო შენს გარშემო!

მივიღებ ანაზღაურებას, თუ ვიმუშავებ, როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი?

ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ მოხალისეობრივი ინიციატივაა და შენ ანაზღაურებას არ მიიღებ.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საქმიანობის ორგანიზების ხარჯებს ფარავს პროექტი „EU NEIGHBOURS east“. ამ საქმიანობის მაგალითებია სკოლებში და უნივერსიტეტებში ვიზიტების ორგანიზება ინტერაქტიული სემინარების ჩასატარებლად; გარემოს დაცვის ღონისძიებები (მაგ., ხეების დარგვა; დასუფთავების ღონისძიებებები და სხვ.), საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა საზღვარგარეთ, და მრავალი სხვა.

მინდა გავხდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, როგორ უნდა შევიტანო განაცხადი?

შენ შეგიძლია განაცხადის შეტანა, თუკი:

  • ხარ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსიდან ერთ-ერთი წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) მოქალაქე
  • ხარ 16-დან 26 წლამდე ასაკის
  • კარგად იცი ინგლისური
  • დაინტერესებული ხარ ევროკავშირის საქმიანობით და პარტნიორული ურთიერთობით და თანამშრომლობით ევროკავშირსა და შენს ქვეყანას შორის
  • დაინტერესებული ხარ სახალხო დიპლომატიით და ხალხთან ურთიერთობით, მზად ხარ გაუზიაროთ სხვებს ცოდნა, გამოცდილება და ინფორმაცია
  • მოტივირებული ხარ შენი ქვეყნის და მისი საზოგადოების განვითარებაში წვლილის შესატანად
  • დაინტერესებული ხარ მოხალისეობრივი საქმიანობით და მზად ხარ საკმარისი დრო დაუთმო სამოქალაქო ჩართულობის ღონისძიებებს.

იხილე შერჩევის კრიტერიუმები სრულად და კითხვა-პასუხი აქ. განაცხადის შეტანა ყოველწლიურ კონკურსზე შეგიძლია აქ.

როგორ ხდება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შერჩევა?

იმისათვის, რომ გახდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, საჭიროა შემდეგი პროცესის გავლა. პირველი ეტაპია ინტერესის გამოხატვა ახალგაზრდა ევროპელი ელჩის პოზიციის დასაკავებლად ყოველწლიურ კონკურსზე განაცხადის შეტანის საშუალებით. განაცხადების მიღების დამთავრების შემდეგ, გასავლელია კიდევ რამდენიმე ეტაპი, რომლებიც კანდიდატებისგან დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. შერჩეულ კანდიდატებს მიიწვევენ გასაუბრებაზე, შემდეგ კი იმ კანდიდატებს, ვინც წარმატებით გაივლის გასაუბრებას, სთხოვენ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას (მაგ. პროფილის ფოტო, თანხმობის ფორმაზე ხელმოწერა, მოკლე პერსონალური ისტორია ვებსაიტის პირადი გვერდისთვის და სხვ.).  საბოლოო ეტაპზე პროფილები გაიგზავნება დასამტკიცებლად ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ამ პროცესს, განაცხადების მიღების დამთავრების თარიღიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დაახლოებით რვა კვირა სჭირდება. პროცესი შეიძლება ხანგრძლივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!

რამდენი ახალგაზრდა ევროპელი ელჩია საქართველოში? რა აქვთ მათ დღემდე გაკეთებული?

საქართველოში მთლიანობაში 155 ახალგაზრდა ევროპელი ელჩია. მათი გაცნობა აქ შეგიძლია! 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოში დღეისათვის საერთო ჯამში 350-ზე მეტ სამოქალაქო ჩართულობის ღონისძიებას გასძღოლიან ან დასწრებიან. მაგალითად, ქართველი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივით დაარსდა ყვარლის, ქედისა და თბილისის ევროკლუბები, რომელთა მიზანიც ახალგაზრდებში ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე დებატების წახალისება და უნარების განმავითარებელი შესაძლებლობების შექმნაა.

სხვა ღონისძიებები ორიენტირებულია შემდეგ საკითხებზე:

  • ვიზიტები სკოლებსა და უნივერსიტეტებში საკუთარი ცოდნის გასაზიარებლად ევროკავშირისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ახალგაზრდებს სთავაზობს
  • გარემოსდაცვითი ღონისძიებები
  • საერთაშორისო და სახალხო დიპლომატიის ღონისძიებები
  • სოციალური საკითხები

იხილეთ ისინი საქმიანობისას აქ.

მე ვერ გავხდები ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, მაგრამ მინდა მონაწილეობის მიღება მათ საქმიანობაში: ეს შესაძლებელია?

დიახ! იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ხარ ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, შეგიძლია მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა! დაინტერესდი? თუ ასეა, გაიგე, როგორ შეგიძლია მიიღო უახლესი ინფორმაცია სხვადასხვა აქტივობების შესახებ:

  • მოიწონე  EU NEIGHBOURS east ოფიციალური Facebook და Instagram გვერდები – ჩვენ რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას იმ ახალი გზების შესახებ, რომელთა საშუალებით შეძლებ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საქმიანობაში ჩართვას შენს ქვეყანაში!
ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


ყველაზე წაკითხული


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,