Erasmus +: გაცვლითი პროექტი, „Against Threads of Human Rights“, უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდებისთვის 

Erasmus +: გაცვლითი პროექტი, „Against Threads of Human Rights“, უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდებისთვის 


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, Erasmus+ 18-დან 30 წლამდე ადამიანებს ახალგაზრდულ გაცვლაში, „Against Threads of Human Rights“, მონაწილეობის მისაღებად იწვევს. 

გაცვლა ორგანიზებულია გერმანული ორგანიზაციის, „Internationaler kultureller Jugend Austausch“ (IKJA e.V.) მიერ, რომელიც 2009 წელს ჰანოვერში ლაიბნიცის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააარსეს. მისი მთავარი ამოცანა სხვადასხვა წარმომავლობის ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის, სოლიდარობის და ტოლერანტობის ხელშეწყობაა. 

ჰანოვერში გამართული პროექტი ცხრა დღეს გასტანს და მოიცავს 21-დან 29 მაისამდე პერიოდს, რომელშიც მგზავრობის დღეებიც შედის. გაცვლის მიზანი ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებაა. ამ გზით მათ ადამიანის უფლებების უნივერსალური კულტურის განვითარებასა და დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მიეცემათ.

პროექტს პროგრამა Erasmus+ აფინანსებს. კვების, საცხოვრებლის და სამგზავრო ხარჯებს (275 ევროს ფარგლებში უკრაინისთვის და 360 ევროს ფარგლებში საქართველოსთვის) პროექტი სრულად დაფარავს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი




Հետաքրքրվա՞ծ եք վերջին նորություններով ու հնարավորություններով

Այս կայքը կառավարվում է 2020-2024թթ. համար Եվրամիության կողմից ֆինանսավորվող Արևելյան հարևանության տարածաշրջանային հաղորդակցության ծրագրի («ԵՄ արևելյան հարևաններ») կողմից: Ծրագիրը լրացնում և աջակցում է գործընկեր երկրներում ԵՄ պատվիրակությունների հաղորդակցական գործունեությանն ու աշխատում է Եվրոպական հանձնաժողովի Հարևանության քաղաքականության և ընդլայնման բանակցությունների գլխավոր տնօրինության ու ԵՄ արտաքին գործողությունների ծառայության ղեկավարության ներքո: Ծրագիրն իրականացնում է B&S Europe-ի գլխավորած կոնսորցիումը:

Սույն կայքում առկա տեղեկատվությունը կարգավորվում է պատասխանատվության սահմանափակման և անձնական տվյալների պաշտպանության մասին դրույթներով:
© Եվրոպական միություն,